LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარი ლინეკერი: ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა

101
BeFunky-collage

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი გარი ლინეკერი საკუთარი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა „ლივერპულის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს.

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აღმაფრთოვანებელი ახალგაზრდა ფეხბურთელია. „ლაციოს“ წინააღმდეგ მის თამაშს ვუყურე და ის შესანიშნავი იყო.

მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა“, – აღნიშნა გარი ლინეკერმა.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ლივერპულთან“ „ნაპოლიმ“ შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო 4:1. პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი გააკეთა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები