LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტია და ამერიკული ქალაქი დამეგობრდნენ

504
g15

ამერიკის შეერთებულ შტატებში 10-დღიანი ოფიციალური ვიზიტი მესტიის მუნიციპალიტეტსა და ვაშინგტონის შტატის ქალაქ ნორთ ბენდის დამეგობრებით დასრულდა. ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაგვიდასტურეს. ვიზიტის ფარგლებში მესტიის მერთან ერთად საზღვარგარეთ არქიტექტურის და ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

როგორც მერიის გვერდზეა მითითებული, ქალაქებს შორის დამეგობრების იდეა, აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს ეკუთვნის და მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით.

 

„აღნიშნული თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებას შემდეგ საკითხებში გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ურბანული არეალების ზონირება, შენობა ნაგებობათა იერსახის შენარჩუნება, დაბა მესტიაში მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების სისტემა და საპარკინგე სივრცეების მოწყობა,“ – აღნიშნავს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

როგორც მერიაში გვითხრეს, მხარეებს შორის ვიზიტი ორმხრივი იყო. მიმდინარე თვის დასაწყისში უცხოელი ვიზიტორები პირადად სტუმრობდნენ მესტიას, ხოლო ქართველი კოლეგები შტატებიდან 20 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობისთვის და ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მსგავსი შენაარსის და შედეგის ვიზიტები, ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

 

ნორთ ბენდი (North Bend) – ქალაქია კინგის ოლქში, სიეტლის გარეუბანში. აღწერის შედეგად, 2010 წელს ქალაქის მოსახლეობამ 5731 ადამიანი შეადგინა.

ქალაქი ცნობილია დევიდ ლინჩის გახმაურებული და ჩვენშიც პოპულარული სერიალ “ტვინ პიქსით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები