LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში 4 დღის წინ დაკარგულ ბიჭს დრონებით და ვერტმფრენით ეძებენ

243
filfani

მესტიაში, სოფელ ლენტეხში დაკარგული ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები გრძელდება.

13 წლის ბიჭს მეოთხე დღეა ეძებენ, თუმცა მისი კვალის მიგნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

საძიებო პროცესში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

მოზარდს მაშველები სპეციალური ტექნიკით, მათ შორის დრონების საშუალებითაც ეძებენ. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები