LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად დამატებით კიდევ 90 მეხანძრე მიდის – რა ვითარებაა ადგილზე

106
ხანძარი მესტიაში

მესტიის სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დღეიდან  დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის პროცესში აქამდე 45-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, დღეიდან კი მათი რაოდენობა გაორმაგდება. 

სვანეთში ტყის საფარს ცეცხლი უკიდია (ვიდეო)

ადგილზე 45 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დღეიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები