LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორი მგონია: კალაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

68
FORTUNA.GE- (17)

თბილისის მერი რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება და ამბობს, რომ ზოგადად, ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის, არასწორია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, ფარული ჩანაწერების შინაარსზე კომენტარი არც ამ დრომდე გაუკეთებია და არც ახლა აპირებს:

“ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც აქამდე გამიკეთებია კომენტარი და შეფასება და არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორი მგონია. მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ. დაელოდეთ და გაიგებთ. ნუ შფოთავთ, დაელოდეთ.” – განაცხადა კალაძემ, თუმცა დამატებით განმარტებები არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ტვ პირველმა” გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები