ახალციხის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, არ გამორიცხავს, რომ მას უსმენენ.
„ტვ პირველთან“ მეუფე ნიკოლოზი არ ადასტურებს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხეს.
მეუფე აცხადებს, რომ მოსმენა უზნეობაა.
„პირადად არ ვიცი, მისმენენ თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც. მე მოსმენაში პრობლემას ვერ ვხედავ, პრობლემა გასაჯაროვებაშია, თუ კანონით არ აქვთ მოსმენის უფლება, მაშინ ძალიან ცუდია, თუ მისმენენ.
ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებაშიც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის უზნეობა და უმსგავსობა, ყოვლად დაუშვებელი.
ერთხელ პატრიარქს მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ის არ ისმინებოდა. პატრიარქმა უარი განაცხადა: რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. ეს ჰიპოტეტურია.
მე თუ ვინმე დამირეკავს, წინასწარ გავაფრთხილებ, რომ ტელეფონი ისმინება.
თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ჩემი ანგარიში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია“. – განუცხადა „ტვ პირველს„ მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტში გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც მეუფე მიტროპოლიტის სავარაუდოდ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაზეა საუბარი.
გვარამია: პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს