LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს

192
1

ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია სასულიერო პირების შესაძლო თვალთვალზე.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება “მთავრი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ტელევიზიის გადაწყვეტილებით, ისინი ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებენ, რადგან მოპოვებულია უკანონოდ და ატარებს პირად ხასიათს.

“მეგობრებო, “მთავარი არხის” გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს. ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს, მოპოვებულია უკანონოდ და არავითარ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს.

ამ ჩანაწერებში საზოგადოებრივი ინტერესი ერთადერთია – რატომ ახორციელებდა სახელმწიფო უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას.

ამ კონტექსტში ჩვენ გამოვაქვეყნებთ მხოლოდ იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც მიდიოდა უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ ამ პირებს ნამდვილად უსმენდნენ, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, გამოვაქვეყნებთ ერთი-ორ წინადადებიან აუდიო ჩანაწერს, რომელსაც არავითარი მაკომპრომეტირებელი შინაარსი არ ექნება”, – წერს გვარამია “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g