LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი – „ციანიდის საქმეც“ არის შეთხზული

223
ფორტუნა - 2023-07-13T105839.332

მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი – „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული, ორივე საქმე ხელოვნურია, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ღვთის შეწევნით, კარგად ვარ.. იმედია ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო“ – მეუფე შიო

მისივე თქმით, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის ინტერესშია და „შემთხვევითი ამბავი არ არის“.

„დღეს დილით ამერიკიდან დამირეკეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, მთელი ამერიკა შეშფოთებულია, მართალია, რომ მეუფე შიო მოწამლესო? – ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი. ეს ამბავი გავავრცელე ამერიკაში. ეს არის თქვენი, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. შესაძლოა, მეუფე შიოს სისხლში მართლაც აქვს მომატებული {მეტალები}, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შემთხვევითი ამბავი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გამოძიების დაწყების მოტივია საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თქვენ გამო დაიწყო გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული, მეც ასე მქონდეს. ეს მცენარეებიც რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზებზე, მათაც ექნებათ მომატებული ტყვიის შემცველობა. მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება {ვიღაცის} ინტერესში შედის – „ხე ნაყოფით იცნობება“.

იმედია, მობრძანდება მეუფე შიო და ჩაატარებს წირვას. მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, ვერ მოუწამლავს. ე.ი არ არის ის მოწამლული. „ციანიდის საქმეც“ ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, სინამდვილეში არანაირი საქმე არ არსებობს. ხელოვნურია ორივე საქმე“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.

„აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა – სხვა რაიმეს თქმა დაზუსტებით, დღეისათვის რთულია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუე შიოს სავარაუდო მოწამვლაზე

საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე

მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ვიდეო: მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g