LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზს iPhone 12 აჩუქეს… მას ძალიან შელახული „ლენდ კრუიზერი“ ჰყავს

542
ვესტელი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზს, ტექნიკის ერთ-ერთმა მაღაზიამ iPhone 12 აჩუქა.

მეუფეს ოცნების ტელეფონი რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.

„გამიმართლა, რომ მაჩუქეს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

„აკრიფეთ ჩემი იუთუბ არხზე -„მეფე ნიკოლოზი“ ფილმის სახელწოდება „მოგზაურობა წარსულისაკენ“. თავის დროზე მაჩუქეს iPhone 11. მისი წყალობით 3 დღის განმალობაში ვიღებდი ამ ფილმს, რომელიც დაახლოებით 2-საათიანია და მონტაჟი იმავე ტელეფონით გავაკეთე. სანამ პანდემია დაიწყებოდა, კინოთეატრ „ამირანში“ გავუშვი. მთელი დარბაზი სავსე იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ძველი ტელეფონით გადაღებული ფილმი, დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს. მე ჯერ კარგად არ ვიცნობ  iPhone 12-ს, მაგრამ მას სამი კამერა აქვს და დარწმუნებული ვარ, სრულიად სხვა შესაძლებლობები აქვს. ეს ტელეფონი იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ეს ხალხი“, – განაცხადა მეუფემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მეუფე ჯერ არ ამხელს, რა ფილმის გადაღებას აპირებს. რადგან ისეთ ქვეყანაში  მოგზაურობას გეგმავს, რომელიც ახლა  ჩაკეტილია.

„ტელეფონი ჩემთვის გადასაღები საშუალება კი არა, კამერაა“, – განმარტავს მეუფე.

და იქვე დასძენს, რომ კინოსთან პირდაპირი შეხება აქვს, ამ განხრით განათლებაც აქვს მიღებული.

აიფონის უახლესი მოდელი საქართველოში ჯერ სულ რამდენიმე ადამიანს აქვს.

გუშინ მეუფე ნიკოლოზმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ჰყავს ერთ-ერთი ძვირადღირებული მანქანა, „ლენდ კრუიზერი“, რომელიც უკვე ძალიან შელახულია.

მისი თქმით, ძვირადღირებული მანქანა გადაადგილებისთვის სჭირდება, რადგან მისი ეპარქია ზღვის დონიდან 1700 მეტრი სიმაღლიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g