“ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმას, რაც ოქროს სტანდარტია და ვაკეთებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებში,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ხალხი არის დაძაბული. კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთიდაიგივე კითხვები ძაბავს მოსახლეობის ფსიქიკას კიდევ უფრო. ისედაც საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში ვართ. მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია ხოლმე, ერთიდაიგივე კითხვაზე რამდენჯერ შეიძლება გავცე პასუხი. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას”-აღნიშნა იმნაძემ
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. აქედან 27 პაციენტი გამოჯანმრთებულია.
