ოპოზიციონერმა დეპუტატება არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტთან განცხადება გააკეთეს და კახა კუჭავას მიმართეს, „მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც 18 ივლისს ქალი პარლამენტის წევრების მიმართ ძალა გამოიყენეს“.
მათ განცხადების გაკეთება პარლამენტში სურდათ, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.
„მივმართავთ კახა კუჭავას, რომ მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის წევრების დასასჯელად, ვინც ფიზიკურად გამოიყენა ძალა ქალი პარლამენტის წევრების მიმართ, რადგან მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია, რადგან 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ, ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის.
ბატონო კახა, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია, იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილებოს ფარგლებში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, 18 ივლისს უმრავლესობის წევრებმა ქალებზე პირდაპირ იძალადეს.
„ძალადობას ჩვენ განვიხილავთ როგორც ყველაზე მნიშშვნელოვან მოვლენას, რომელიც მოხდა 18 ივლისს, როდესაც ქალებზე პირდაპირ იძალადეს დეპუტატებმა, უმრავლესობის წევრებმა. ეს არის წარმოუდგენელი, არ შეესაბამება არც ერთ თანმედროვე სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს პარლამენტში.
მიუხედავად იმისა, რომ თინამაც, ნონამაც დ ანიმაც ეთიკის საბაჭოში შეიტანეს საჩივარი, არ გავქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის რეაგირება ექნება ამას, მაგრამ მინდა, შევპირდე ყველა მოძალადეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავახმოვანებთ იმ მძიმე მოვლენებს და შეფასებას, რომელიც ახლა დადგა, რადგან არავინ ამაზე არ იღებს ხმას. მხედველობაში მყავს კახა კუჭავა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მისცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მანამდე, პარლამენტთან ხმაური იყო. ოპოზიცინერი დეპუტატების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სურდათ პარლამენტში შესვლა და ამ თემაზე განცცხადების გაკეთება, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.