მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, არ ღირს კამათი, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ გონებრივ და ფიზიკურ გადატვირთვას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, თუმცა კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით, მოერიდეთ ცხოველური ცხიმის მიღებას, გამოიყენეთ მხოლოდ ზეითუნის ზეთი. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სარდიონი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.