არ ღირს ილუზიებს და ფანტაზიებს აყოლა.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად გაებათ სხვათა გაუგებრობასა და ინტრიგებში.
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, უმჯობესია ყველა პრობლემა უკვე მრავალჯერ ნაცადი ხერხით მოაგვაროთ.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღე მნიშვნელოვან საკითხებსა მსჯელობისა და შეთანხმების მისაღწევად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის შეცვლისა და სესხის ასაღებად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და ნერვულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც ფინანსური შემოსავლის მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.