LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1629
cagareli

აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ეგოიზმის და სულსწრაფობის გამოვლენა, პრეტენზიების გამოთქმა და გარშემომყოფების კრიტიკა.

მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას, კარგი დღეა ახალი მეგობრების შესაძენად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  სასიკეთო დღეა გეგმების დასახვისა და ახალი საქმის დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები