LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

540
cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ეთიკური და ელეგანტური, სამართლიანი და დიპლომატიური სასწორის, მთვარე კი, მგრძნობიარე და ემოციური, კარგი ინტუიციის მქონე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, რადგან ნეგატიური ენერგიების დღის ფონზე არაა გამორიცხული სწორედ თქვენი იმპულსურობა და აგრესია გახდეს გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის,  მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სპონსორების მოძიებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ, ლიმფურ და ენდოკრინულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, გაგატი, ამეთვისტო და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g