LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

თამაად შეგიძლიათ მიმართოთ ხელმძღვანელებს წინადადებით, მთვარია ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზუსტად ჩამოაყალიბოთ იდეები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისა და ცოდნის მისაღებად, ტანსაცმლის და სპორტული ინვენტარის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება ქორწინება, კაპიტალის დაბანდება, ფინანსური ოპერაციები და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ მედიკამენტების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ცხარე საკვებს, მიირთვით ცხიმიანი თევზი და ფრინველის ხორცი, კომბოსტო, ბროკოლი და კარტოფილი, კივი და ფორთოხალი, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს და გააჯანსაღებს ორგანიზმს.  გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს და გრძნობის ორგანოიებს, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი და წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ასევე ძოწი, ლალი და იაგუნდი, საფირონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – საიდუმლოდ შეინახეთ სიზმრები

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე ვერძისა და ტყუპებისთვის, დაძაბული დღე ელის ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები