LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2450
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კვირაა, რომელთა უმრავლესობა აბსოლუტურად გამართლებული იქნება. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ადვილად დაიღლებით, მაგრამ მაინც მოგიწევთ ძველი გეგმების, პროექტების გადახედვა და გარკვეული კორექტივების შეტანა, არაა გამორიცხული მოისურვოთ საქმიანობის შეცვლა და საკუთარი შესაძლებლობების უცნობ სფეროში რეალიზება. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და ნაკლებად გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი, მათი რჩევები. კარგი კვირაა სპონსორების და თანამოაზრეების მოსაძიებლად, რომლებიც სიამოვნებით დააბანდებენ ფინანსებს თქვენს პროექტებში. მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და მოერიდოთ გაუმართლებელ რისკს.

კურო – მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და ამაღლებული განწყობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, რაშიც გავლენიან თანამოაზრეთა მხარდაჭერაც დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ძველი პროექტების გადასახედად, გულდასმით შესასწავლად და პრობლემური საკითხების ახლებურად შესაფასებლად.

ტყუპები – წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთესი კვირაა, რადგან ისევ დაიბრუნებთ თვითრწმენას და აქტიურად შეუდგებით სირთულეების, პირველ რიგში იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თქვენს განვითარებს, წინსვლას აფერხებდა. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად, პირადი და საქმიანი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მთავარია, არ შეუშინდეთ სიახლეებს და თამამად ჩაებათ ახალი იდეების, პროექტების განხორციელებაში. თუმცა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირტვა, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება და უაზროდ გარისკვა.

კირჩხიბი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან, მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ახალი კავშირების გასაბმელად, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და ხელშეკრულებების გასაფორებლად. მთავარია, ნაკლებად გაითვალისწინოთ სხვათა რჩევა და მიენდოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას.

ლომი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა, რადგან საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთა საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებაზე, რაც თქვენს განწყობაზეც ნეგატიურად აისახება. მოისმინეთ სხვათა აზრი და გაამახვილეთ ყურადღება წვრილმანებზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სირთულეების დაძლევას, თუმცა არ ღის ზედმეტად გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსი არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას და საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულების სრულფასოვნად შესრულების საშუალებას.

ქალწული – მეტად პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ნებისყოფა და შრომისუნარიანობა კი, ყველა ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და გადაწყვეტილებების მისაღებად. მთავარია, მოურიდებლად ისარგებლოდ საკუთარი შარმით, შინაგანი ქარიზმით, რაც დადებითად განაწყობს გარშემომყოფებს და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და ყველა საქმის ერთდროულად კეთება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად, მთავარია იმოქმედოთ გააზრებულად და ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები. ბევრად სასიკეთო იქნება შემდეგი კვირა, ამიტომ უმჯობესია, რთული, პრობლეური საკითხების გადაწყვეტა მომავლისთვის გადადოთ.

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული შეუპოვრობის და შრომისუნარიანობის გამოვლენას. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გასაძლიერებლად და კოლეგების პატივისცემის მოსაპოვებლად, მიღებული ინფორაციის გამოყენებით ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი – მეტად აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს, შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, საქმეების მოწესრიგებას და კაპიტალის დაბანდებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია სარფიანი გარიგებების გასაფორმებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე და გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ისევ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. აშკარად მოიმატებს თქვენი ქარიზმა, რაც საპირისპირო სქესის პარტნიორების მოხიბვლაში, გაძლიერებული ენერგოტონუსი კი, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებათ. შეძლებთ გეგმების და იდეების  განხორციელებას, პირადი, საქმიანი ურთიერთოების და მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი გამოცდილების, ნაცნობების შესაძენად და კონტაქტების გასაფართოვებლად. წარმატების მომტანი იქნება საქმიანობის სფეროს შეცვლის ან ახალი სამსახურის მოძიების, პირად და საქმიან ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების სურვილიც.

მერწყული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა, რომელიც ფრთხილად და მაქსიმალური თავშეკავებით უნდა გაიაროთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. არ ღირს საქმიან პარტნიორებთან შეხვედრების მოწყობა, მშნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლებად გაამართლებს რისკი და ახალი საქმის დაწყება. ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფარული მტრების და კონკურენტების მიმართ, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი კვირიდან დაიწყოთ, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში დაგავა და წარმატების შანსებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თევზები – საკმაოდ დინამიური, საინტერესო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოვლენას და იდეების რეალიზაციას, ახალი კონტაქტების დამყარებას და ბიზნესის გაფართოვებას, მთავარია ენდოთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისის დახარებით ამოიცნობთ ადამიანთა განწყობას, მოქმედების მოტივაციას, რაც სწორი არჩევანის გაკეთებასა და გეგმების წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საქმიანობის ახალი სფეროს მოსაძიებლად და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოსავლენად. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები ახლა მოაგვაროთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და დაძაბული იქნება.

 

გეომაგნიტური დღეები – 14, 17 და 18 იანვარი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები