LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

199
kalandia

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

სასამართლომ კალანდიას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები