LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ისარგებლებდა სეირნობის უფლებით: ნინო ლომჯარია

224
untitled-design-8

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი სეირნობის უფლებით ისარგებლებდა.

„რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც მას ისედაც შეზღუდული ჰქონდა სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g