LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: მასკმა ცუკერბერგს აჯობა, ივანიშვილი კი 431-ე ადგილზეა

172
126273584-4883373145068180-3927667780131320819-n

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში ცვლილებებია – ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს აჯობა და მესამე ადგილზე ჩაანაცვლა.

დღევანდელი, ანუ 19 ნოემბრის მონაცემებით, Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკის ქონების ღირებულება 120 მილიარდ დოლარად ფასდება, Facebook-ის დამფუძნებელის კი 103 მილიარდ დოლარად.

რეიტინგის პირველ ადგილს უცვლელად კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. აღსანიშნავია, რომ მის ანგარიშზე 183 მილიარდი დოლარია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ცოტა ხნის წინ Amazon-მა ონლაინ აფთიაქიც გახსნა, დიდი ალბათობით, ბეზოსის ქონება კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, მსოფლიოში უმსხვილესმა რითეილ კომპანიამ მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა. კერძოდ, უკვე შესაძლებელია წამლის Amazon-დან გამოწერა, რის შემდეგაც მას მომხმარებელი რამდენიმე დღეში მიიღებს.

რაც შეეხება ქართველ მილიარდერს – ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 431-ე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები