LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ”- სალომე ზურაბიშვილი ხანძრით დაზარალებულებს თანაგრძნობას უცხადებს

108
BeFunky-collage (13)

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ხანძრით დაზარალებულებს სოლიდარობას უცხადებს და ხაზს უსვამს, რომ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან ბრძოლა უწევს.

„ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს.

მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს პრეზიდენტის განცხადების აფხაზური ვერსიაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები