LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა, მეუღლესთან ვიყო”: ემოციური ფოტო

384
ვაიჰ

ჩახუტება კოვიდპანდემიის დროს ინფიცირებულ პაციენტთან – კეთილგანწყობის, სითბოსა და ნუგეშის გამომხატველი ეს ჟესტი თითქმის ერთი წელია ადამიანებისთვის გაუცხოვდა. მადლიერების დღეს აღბეჭდილი ემოციური კადრი კი ინტერნეტსივრცის წამყვან ამბად იქცა.

”მადლობელი ვარ, რომ მშვენიერი მომენტის მოწმე გავხდი. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს შრომისმოყვარეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ფოტო გახდა ვირუსული, რადგან ხალხი საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში საავადმყოფოებში”, – ამბობს ფოტოს ავტორი გო ნაკამურა.

“მე მსურს, მეუღლესთან ვიყო მადლიერების დღეს”, – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ჰიუსტონის გაერთიანებული მემორიალური სამედიცინო ცენტრის შტაბის უფროსს ჯოზეფ ვარონს მოხუცმა კოვიდპაციენტმა, რომელიც ტიროდა და დახმარებას ითხოვდა.

ფოტოგრაფი, რომელიც ხშირად სტუმრობს სამედიცინო ცენტრს, სწორედ ასეთი ფოტოებით გვიყვება ადამიანური ურთიერთობების ემოციურ ისტორიებს საავადმყოფოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები