LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს… ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, გამოდით, გამოხატეთ პროტესტი – ზელენსკი დაჭრილი სამხედროებისთვის სისხლის დონორებს ითხოვს

194
zel

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაჭრილი სამხედროებს სისხლი სჭირდებათ, მან ყველას მოუწოდა გახდნენ დონორები:

“ჩვენ გვყავს დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა სისხლი, გთხოვთ გახდით დონორები.

მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე – ხელშეუხებელია,”- განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ბრიფინგზე რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გააპროტესტონ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა.

„მინდა, მივმართო რუსეთის მოქალაქეებს, ყველას, ვინც რუსეთშია, ვისაც სინდისი არ დაუკარგავს, გამოდით, გამოხატეთ პროტესტი უკრაინასთან ომის წინააღმდეგ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ინფორმაციულ ომზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, რუსებსაც მიმართა მიმართა.

„ვიცი, რომ თქვენ რუსული ტელეარხებით არ გაჩვენებენ ამ ინფორმაციას, სოცქსელებში ბევრი რამაა დაბლოკილი, თუმცა ისტორიის ბლოკირება შეუძლებელია. ამიტომ, უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, ვისაც ნათესავები გყავთ რუსეთში, მეგობრები, ვინც იცნობთ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, გთხოვთ, დაუკავშირდით მათ. მათ მუდმივად უნდა ილაპარაკონ ამაზე, რუსეთმა უნდა იცოდეს სიმართლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო

უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა

“ვინც უკან ვეღარ ბრუნდება… შევიფარებთ” – ქართველები უკრაინელებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებს სთავაზობენ

საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია: სალომე ზურაბიშვილი

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

ელენე ხოშტარია: შაბათამდე ვერ გავჩერდებით, დღეს თანადგომის დროა! გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ვიწყებთ კამპანიას უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად – რა მიმართვას ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

მეც მათ შორის ვიყავი, ვისაც სჯეროდა, რომ 2008 წელს ომის თავიდან აცილება შეგვეძლო – პუტინმა ომი დაიწყო უკრაინასთან იმის მიუხედავად, რომ ზელენსკის ბოლომდე ცეცხლი არ გაუხსნია : კაჭკაჭიშვილი

ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება: ღარიბაშვილი