LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის – კახა კალაძე

116
1585494656-183260

მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა.

“მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

31 მარტს 21:00 საათიდან ქვეყნის ყველა ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები