LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა

49
198748302-4191300054241609-7377777672481306304-n

ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში კერძო სექტორის დახმარების ღონისძიებებზე, რომელთა მიზანიც, მისივე თქმით, იყო თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, კომპანიებს გაეგრძელებინათ მუშაობა და პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფად შეძლებოდათ საქმიანობის მასშტაბების აღდგენა.

„ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 ათას ადამიანს. თუმცა, პანდემიის დროს 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წელს გაიზარდა 627 ათასამდე ანუ გაიზარდა 2019 წელთან შედარებითაც, დაახლოებით, 9 პროცენტით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი. ხუციშვილის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში მცირე ბიზნესი გაიზარდა 113 პროცენტით, საშუალო ბიზნესი 59 პროცენტით, მსხვილი ბიზნესი – დაახლოებით, 29 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები