LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა: „ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის“

5683
მირანდა ბაღათურია

ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ.

მაშინ მირანდა ჰყვებოდა, რომ ლექსომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მირანდა გადარჩენილიყო. თვითონ კი მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

„ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ადამიანურად.

სწორედ ამ მძიმე წლის დამსახურებაა, რომ ტაიმ აუტი ავიღე ამ პროფესიაში და წავედი საქართველოდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავექეცი მოვლენებს, არამედ იმიტომ, რომ 5 ივლისმა ეს შედეგი დააყენა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით“, – ამბობს მირანდა ბაღათურია ,,პირველი ხაზის” ეთერში.

მირანდა ბაღათურია: „ახლა თუ გავიღიმებ, სინდისი მაწუხებს, საჭმელს თუ ვჭამ, მრცხვენია, თუ რამე ვიდეოს ჩავრთავ, ხმას ვუწევ, მგონია, რომ სირცხვილია, შინაგანად ძალიან ვგლოვობ…“

მირანდა ბაღათურია „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულ მოძალადეებს: ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g