,,ჩოხა მცმია და მიგალობია. მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა.მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში” – აცხადებს მმართველი გუნდის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, ვიდეო ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში ჩაწერეს.
ჯიშკარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.
,,პროცესზე ბევრ რამეს ვიტყვით”- სასამართლო ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს
კითხვაზე, რა მოხდა რეალურად და როგორია დაცვის მხარის ვერსია, ხომ არ გაწირეს დეპუტატი, მარიამ კუბლაშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ბევრ რამეს იტყვის.
ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურაში არ პასუხობენ კითხვას, თუ რას ითხოვენ აღკვეთის ღონისძიებად. უწყების განცხადებით, ხვალ პროკურორი თავად განმარტავს მოთხოვნას.