LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პროცესზე ბევრ რამეს ვიტყვით”- სასამართლო ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს

264
BeFunky-collage (1)

მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სხდომა 12:30 საათზეა ჩანიშნული.

ილია ჯიშკარიანს თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ილია ჯიშკარიანი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მისი თანამშრომლების ჩვენებების გამოყენებასაც აპირებს.

ბრალის წაყენებას არ ველოდი, საიდან? რანაირად? – ჯიშკარიანის პირველი კომენტარი

ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, თუ რა მოხდა რეალურად და როგორია დაცვის მხარის ვერსია, ხომ არ გაწირეს დეპუტატი – ამ საკითხზე ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე ბევრ რამეს იტყვის.

„პროცესის დროს ბევრს ვიტყვით, რა მოხდა და რა მოტივია, მაგრამ მე მაქვს ჩემი შეფასებები და ღიად არ ვიტყვი. რაც შეეხება გაწირეს თუ გარემოებების მსხვერპლია, რატომ გავაკეთე თუნდაც ის განცხადება, რომ ბულინგის მსხვერპლია. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ განცხადებას, სადაც საუბარია არა როგორც პერსონაზე, არამედ საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე. გასაგებია, რომ საზოგადოების უდიდეს თუ უმცირეს ნაწილს აქვს აგრესია ამ პარტიის მიმართ.

ილია ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია - მარიამ კუბლაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

მგონია, რომ ეს პოლიტიკური აგრესია მიმართულია ამ ადამიანზე და ისინი არ ფიქრობენ, ეს ადამიანი მართალია თუ მტყუანი. იქიდან გამომდინარე, რომ ის დეპუტატია და კაცია, იმთავითვე აცხადებენ დამნაშავედ. რატომღაც ის ფაქტი, რომ მე ვიცავ მას, ვიცავ ქალი, ამის გამო ჩემს მიმართაც მძიმე ანტიპიარ კამპანია გაჩაღდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით მინდა, დავამტკიცო, რომ ვგმობ ქალთა მიმართ ძალადობას, მაგრამ ვგმობ უდანაშაულო ადამიანის ციხეში ჩასმას“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

“არ იცით, რა რთულია გაბედო და თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ”

ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას/გირაოს შეფარდებას მოითხოვს თუ არა პროკურატურა. ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის ეპიზოდზე ბრალი 8 ოქტომბერს წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ილია ჯიშკარიანს გამოძიება თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g