LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალის წაყენებას არ ველოდი, საიდან? რანაირად? – ჯიშკარიანის პირველი კომენტარი

292
3

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელიც ერთი კვირაა სკანდალშია გახვეული, პირველ კომენტარს აკეთებს. დეპუტატი, რომელსაც მისი ასისტენტი თამთა თოდაძე ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშულებს, ბრალს არ აღიარებს. 

ქალმა, რომელიც "ოცნების" დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა

ილია ჯიშკარიანის მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, იქნებ მორიგებოდნენ

როგორც ჯიშკარიანი ამბობს, მისთვის ბრალის წაყენება მოულოდნელი იყო, ახლა კი ბრძოლას იწყებს. საქმესთან დაკავშირებით დეპუტატმა ჩვენება უკვე მისცა.

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.

კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. 

ილია ჯიშკარიანი ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია - მარიამ კუბლაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა ipn.ge-სთან.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

როგორც დაზარალებული ყვება, შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა, როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.

“კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი – ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?”

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, 8 ოქტომბერს მიანიჭეს, გუშინვე წაუყენეს ბრალი ჯიშკარიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g