LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

207
collage-0

საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გარდა ამისა, პროკურატურამ თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებდა დაზარალებულად ცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“

ცნობისთვის, დეპუტატი ამჟამად საავადმყოფოში წევს, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

ქალმა, რომელიც “ოცნების” დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიცია ტირილით დატოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები