LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ!…“ – მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი მორიგ განცხადებას ავრცელებს

1227
მარიამ კუბლაშვილი

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ნატა ვიბლიანის საქმეზე მისი მისამართით დიდი რაოდენობით ინფორმაცია და მასალა შევიდა, რომელთაც საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გასაჯაროებს.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ის იცავს მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც, როგორც ადვოკატი ამბობს, საუბარია ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე.

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

„ნატა ვიბლიანმა დაასახელა ის ოთხი პირი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა – გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მოხდა მამის საფლავზე“ – რას ამბობს ადვოკატი

მარიამ კუბლაშვილის ცნობით, საქმეზე არსებულ მასალებსა და დეტალებზე იგი საზოგადოებას ორშაბათს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე მიაწვდის ინფორმაციას.

კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო 24 საათი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დავიცავ, ჩემი პირადი შეტყობინებები პრაქტიკულად არ ჩერდება.

გულწრფელად ვიტყვი, რომ ამდენი შეტყობინებას, მასალას და ინფორმაციას ნამდვილად არ ველოდი.

თითოეულ ადამიანს უდიდეს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის. მასალებს ვინახავ და მხოლოდ საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გავასაჯაროვებ.

ამავდროულად, ინტერესით ვაკვირდები, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მხარის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ჯერ საერთოდ არ უსაუბრია. ბუნებრივია და გასაგები უმრავლესობის რეაქციაც.

ადვოკატის პროფესია სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, მტკიცებულებებით იღებს. ამიტომ მე მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს და არა მიზანმიმართული თავდასხმები.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! მკაცრად ვემიჯნებით და ვგმობთ მსგავსი სიბინძურის რაიმე სახის შემხებლობას  ჩემს კლიენტის სახელთან. გაოგნებული და შოკირებული ვართ თავად ისტორიით და უფრო მეტიც, ჯიმშერ ვიბლიანის სახელის რაიმე ფორმით ხსენებით სრულიად სვანეთისთვის მკრეხელურ და სამარცხვინო ამბავთან.

შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ ოთხი პირის ადვოკატი, არამედ ვიცავ მხოლოდ ერთი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც საჯაროდ საუბარია განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე. თითოეული პირისა და თითოეული ეპიზოდის სამართლებრივი შეფასება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.

ორშაბათს გავმართავ პრესკონფერენციას.

საზოგადოებას წარვუდგენ მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია.

მერწმუნეთ, ბევრი კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს არსებობს სრულიად სხვა ჭრილში გამოჩნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები – უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა