LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირჩევნია ვძულდე ისეთი, როგორიც ვარ, ვიდრე ვუყვარდე ისეთი, როგორიც არასდროს ვიქნები!“ – კურტ კობეინის ცნობილი გამონათქვამები

8885
14

„საკუთარი სამყაროს შესაქმნელად სუსტი ადამიანი სულ სხვისი ცხოვრების ნამტვრევებს აგროვებს, რადგან ძალიან ეშინია საკუთარ უინტერესო ცხოვრებაში მარტო დარჩენა“, – აღნიშნა Nirvana-ს ლიდერმა კურტ კობეინმა, რომლის გარდაცვალება 27 წლის ასაკში დღესაც საიდუმლოებითაა მოცული.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ კურტ კობეინის ცნობილ ფრაზებს:

ყველაფრით უკმაყოფილო პედანტ მატერიალისტებთან ურთიერთობას, ისევ უიღბლო იდეალისტებთან მეგობრობა მირჩევნია, ვინც სხვასაც ხედავს ამ სამყაროში საკუთარი თავის გარდა.

ყველა ტკივილის მოთმენა შეიძლება თუ შესაფერის მუსიკას მონახავ.

როცა მივხვდი, ვერასდროს ვიპოვიდი ადამიანს, რომელიც ჩემს გაგებას შეძლებდა, საკუთარ თავთან მარტო ყოფნას შევეგუე.

ცხოვრება – კროსვორდია, რომელსაც ზოგჯერ რთულ, ზოგჯერ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემით ივსება.

ნამდვილად არ ღირს ეცადო იყო ყოველთვის „კარგი“, რადგან ადამიანები ისეა არიან გართული საკუთარი ღირსების თვალიერებით, რომ ძალიან უჭირთ სხვისი კარგის დანახვა.

არ მეშინია სიკვდილის, რადგან სიკვდილის შემდეგ სული ბედნიერებას პოულობს. გარდასახვა და სრული სიმშვიდე გარდაცვალების შემდეგ – სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება.

მუსიკა – სამყაროსთან ანგარიშსწორების ჩემი მეთოდია.

ბვერს ჰგონია, რომ აღიარების მოპოვებით და დიდი ფულის შოვნით, ბედნიერების ყიდვასაც შეძლებს.

მეგობარი – ყველაზე კარგად ნაცნობი, ახლობელი მტერია.

ბევრს პირველობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ, უკან მდევარმა მუდმივად უკანალი უკოცნოს.

 

mazda magti 5g