LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ უმაღლესი შეფასებები, რომ ნატო-ს წევრობას ვიმსახურებთ, იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი მალე გახდება: კუჭავა

71
კახა კუჭავა

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება და მალე გავხდებით ნატო-ს წევრი,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ამ შედეგს ელოდება ქართველი ხალხი და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.

კახა კუჭავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში გამოხატავენ და რაც  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაღალი რანგის პოლიტიკოსების გააქტიურებაში გამოიხატება:

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვისმენთ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ თვალსაზრისით ყველა მაღალი რანგის პოლიტიკოსი გააქტიურდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება, მალე გავხდებით წევრი, ამას ელოდება ქართველი ხალხი და ქვეყანა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და კიდევ მივიღეთ უმაღლესი შეფასებები, რომ ნატო-ს წევრობას ვიმსახურებთ.

იმედია, ეს უმოკლეს პერიოდში მოხდება, იქნება კონკრეტული ნაბიჯები და ის გზა, როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს მალე.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი “იუესეი თუდეიში” გამოქვეყნებულ საავტორო წერილში აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო და რომ პირველ რიგში, სერიოზულად უნდა განიხილონ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი, სულ მცირე კი, წევრობისკენ მკაფიო გზა უზრუნველყონ.

 

საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი: სენატორი ჯინ შაჰინი

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება

მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერას: სენატორი რობ პორტმანი

მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება: ნატოს კომუნიკე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g