LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზები, რითიც მთავრობა კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემას ხსნის

135
20171212181209

მთავრობა ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემას რამდენიმე მიზეზით ხსნის. კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი, როდესაც გუდაურში წყლის მიწოდება 37-38 ლიტრი წამიდან 26-ზე ჩამოვიდა.

“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად, მოვრჩით იმ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. მდინარე დებედადან გადასროლილი ალტერნატიული რესურსი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც საკმარისი იქნება გუდაურისთვის. ასეთი პრობლემა წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გუდაურის მასშტაბით პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდრედკოსდასახლებაში, სადაც 5 კორპუსს 150 ტონის მოცულობის ავზები აქვს და ამ ავზების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად სრული სურათის მონიტორინგი მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაგირება მყისიერად ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები