ეკა ბესელია გადაცემას ,,ია ფარულავას კონვერტი” სტუმრობდა, სადაც გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხზე მოუწია საუბარი. გაიხსენა ბავშვობა, რომელიც მისი თქმით, საკმაოდ აქტიური ჰქონდა. ეკა ბესელიამ დიდი დრო დაუთმო გარდაცვლილ ბებიაზე საუბარს და აღნიშნა, რომ ბებიას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
,,ბოლო წლებში, ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრ საიდუმლოს ვანდობდი. 17 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებინა. მთელი მისი ცხოვრება ავკინძე და ვაჩუქე. ამას განსაკუთრებით ინახავდა, როდესაც გარდაიცვალა, ბევრი წელი მე აქ ვერ ჩამოვდიოდი. მოვასწარი და სიკვდილის წინ, წინა დღეს ვნახე. მითხრა, რომ ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ შვილები და შვილიშვილები როგორ გააგრძელებენ ცხოვრებასო, შენ ისეთი ძლიერი ხარო, შეგიძლია ყველას თავი მოუყარო და თქვენი ოჯახური იდილია შენარჩუნდესო, ეს გააკეთე ჩემი ხათრითო. ამას ვცდილობდი ყოველთვის, როგორ გამომივიდა ამას სხვები გვეტყვიან”, – აღნიშნა მან.
ეკა ბესელია პოლიტიკაში წასვლამდე, საკმაოდ წარმატებული ადვოკატი იყო. როგორც გადაცემაში აღნიშნა, რომ ჰქონდა მძიმე საქმეებიც, რასაც თავად ირჩევდა ხოლმე.
,,ვმუშაობდი მკვლელობის საქმეზე, რომელიც მძიმე და ემოციური იყო. პროფესიულად მაინტერესებდა ასეთი თემები, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვის ვიცავდი, რადგან ნებისმიერი ადამიანის დაცვა არ შემეძლო, რაც არ უნდა ჰონორარი შემოეთავაზებინათ. ერთ-ერთი საქმე იყო, დასახელდა კოლოსალური თანხა, რომ ეს საქმე ამეღო, მაგრამ პიროვნულად მივხვდი, რომ იმ ადამიანს ვერ დავიცავდი. იმდენად შევდივარ იმ ადამიანის ისტორიაში, რომ თუ ჩემს შინაგან სამყაროში არ მოვიდა, ვერ შევძლებდი.. მახსოვს, ნაცნობებს ეძებდნენ, რომ ჩემთან მოსულიყვნენ. პროფესიული ჰონორარი განსაზღვრული არ იყო. არსებობდა საქმეები, რომელზედაც საერთოდ ჰონორარის გარეშე ვმუშაობდი, როცა უჭირდა ადამიანს და მინდოდა დავხმარებოდი, უამრავი საქმე მქონია ჰონორარი არ ამიღია.
სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ისინი იყვნენ ოპოზიციაში ყველა ჩემი კლიენტი იყო და არცერთს არ ვახდევინებდი თანხას, ვარდების რევოლუციამდე, საწყლები მეცოდებოდნენ ოპოზუციაში რომ იყვნენ.. სულ მეუბნებოდნენ დავალებული ვარ შენგანო..”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მან ერთ-ერთი საქმეც გაიხსენა, რომელიც უცნაურ ისტორიას უკავშირდება.
,,მკვლელობის საქმე იყო. კონფლიქტი ორ ნაცნობ ბიჭს შორის მოხდა. გარდაცვლილმა ბიჭმა აიყვანა შემდეგ ვინც გახდა მკვლელი ბიჭი. საქმის გარჩევა იყო. დანა ამოიღო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაასწრო და მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ამ გარდაცვლილი ბიჭის დედა ანგრევდა ყველაფერს, შვილმკვდარი დედა ისედაც წარმოუდგენელი ტრაგედიის მატარებელია, მაგრამ მისთვის მე რომ ვიცავდი ამ ბიჭს, მეც საშინელება ვიყავი. პროცესებზე ძალიან აგრესიული იყო. ეს ბიჭი, ბრალდებული ძალიან ადამიანური იყო. პიროვნულად დანგრეული იყო. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზე ვდაობდით, ეს იყო განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება. ამ ამბავში ისე შევედი როლში, რომ ალბათ, თავადაც იგრძნო ადამიანური თანაგრძნობა. ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთი პროცესის წინ ფურცელი გამომატანა. მეგონა თავისი პოზიციის განმარტება ეწერა. ვკითხულობ ოფისში, რომ ეს არ არის პროფესიული ტექსტი და პიროვნული სიმპათიების გამოხატვაა.
სიყვარული ციხეში | ეკა ბესელია
სიყვარული ციხეში ?
Posted by ია ფარულავას კონვერტი on ორშაბათი, 19 სექტემბერი, 2022
არადა, საერთოდ არ მიფიქრია რომანტიულ ამბებზე, რა დროს ეგ იყო, როცა ასეთ საქმეზე ვმუშაობდი. შემდეგ ციხეში ძალიან ტაქტიანად ვუთხარი, რომ ის წერილი არ მომეწონა, ხელი მეშლება, მაცადე, გავაგრძელო შენი დაცვა. წინასწარ წერდა ბარათებს და მახვედრებდა, ამაში გამოხატავდა თავის ემოციებს, მიხვდი რომ სხვა გრძნობა გაუჩნდა და შემდეგ მისვლაზე მკაცრად ვუთხარი, თუ გინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, შეწყვიტე ამ ბარათების წერა-თქო. პატიმრის ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ, ალბათ, თავისი ემოციები ასე გადმოიტანა. მოკლედ, მე განვაგრძე მისი დაცვა, უმძიმესი საქმე იყო, მახსოვს უზენაესი განიხილავდა, მოვახერხე საქმეს კვალიფიკაცია შევუცვალეთ და მკვლელობიდან მუხლი გადავიტანეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე და შედარებით დაბალი სასჯელი მიიღო. მალე გამივიდა ციხიდან.
შემდეგ მახსოვს, ოფისში თაიგული მხვდებოდა ნაცნობი ხელნაწერით, ოღონდ არ ეწერა ვისგან იყო. ასე მხვდებოდა მთელი თვე თაიგული, ბარათები, შემდეგ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ამბის გაგრძელებას. ამ საქმეზე დაზარალებული დედა, რამდენიმე წლის წინ შემხვდა სამების ტაძარში, მოვიდა და ჩამეხუტა”, – თქვა ბესელიამ, თუმცა დასძინა, რომ ეთიკური არ იყო მისი მხრიდან, დაესახელებინა პატიმარი, რომელსაც შეუყვარდა.
ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც 2017 წლიდან დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმა, ეს პოლიტიკურად ყველაზე მტკივნეული, მაშინ მისივე გუნდისთვის, “ქართული ოცნებისთვის” აღმოჩნდა.
,,მითხრეს, რომ ეკა ამით განაწყენდებიან ბიჭები, მითხრეს, რომ ეს არის ხალხი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას. კობახიძე არავინ იყო მაშინ, მათი შემსრულებელია. ეს არის ჯგუფი, რომელიც თავად სასამართლოში განაგებს მთლიანად ამ სისტემას. ამ რეფორმით ისინი პრაქტიკულად, კარგავდნენ გავლენებს. შიშველ სადენებს შევეხე და აი, ამ პერიოდში დაიწყო ინტრიგები. როცა ამის გამოძიება დავიწყე, პარტიაში მითხრეს, რომ ამას მეტი პრობლემები მოჰყვებოდა.. პროტესტი უფრო გამიმძაფრდა. ამას მოჰყვა ბევრი შიდა ინტრიგა, ახლა ბევრ რამეს ვერ ვყვები, მაგრამ ოდესმე ამის დრო მოვა. შემოთავაზებაც მივიღე მაცდური.. რომ შემეძლო გამეკეთებინა თანამდებობრივი ნახტომი..
შეცდომით გამოგზავნილი სამთავრობო მესიჯბოქსი
ოპონენტების მხრიდან სასტიკი ანგარიშწორება — რა მიწერა მამუკა მდინარაძემ შეცდომით ეკა ბესელიას ?
Posted by ია ფარულავას კონვერტი on ორშაბათი, 19 სექტემბერი, 2022
შიდა კონფლიქტის დროს, ერთმანეთს დაუგზავნეს მესიჯი, ჩემთან დაკავშირებით, სადაც იყო პერსონალური ლანძღვა, არაეთიკურიც. ეს მომზადებული მესიჯი მომდის მდინარაძისგან. ჩამიგდო ტექსტი და ვკითხულობ.. თვალებს არ ვუჯერებ, აშკარად არის ეკა ბესელიაზე გასავრცელებლად. უცებ, მივწერე, ეს ჩემთან დაკავშირებული მესიჯი გინდა მე გავახმოვამო-თქო (იცინის)
ეკა ბესელიამ ვერ ისაუბრა ტრაგიკულ რომანზე, რომელმაც მისივე სიტყვებით, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.
,,მძიმეა ეს ჩემთვის ძალიან. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი”