LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანია, რომ ყველანი დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში: ტიკარაძე ომბუდსმენს მიმართავს

73
asfa;jsf-

ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა დარჩეს – ჯანდაცვის მინისტრმა ამ განცხადებით გლდანის ციხის საავადმყოფოს შესახებ, ომბუდსმენის დასკვნა შეაფასა.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, არსებობს გარკვეული რისკებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით.

რაც შეეხება მინისტრის შეფასებას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით უსაფრთხოებაზე ის ვერ ისაუბრებს.

“რაც შეეხება იმ კვლევებს, რომლებიც არის გაცემული ექიმების მხრიდან – ეს არის დოპლერი, ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი და რამდენადაც ვიცით, თვითონ ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან ეს არის მობილური აპარატი, გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს” – აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ვერ ისაუბრებს, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამაზე მისმა პირადმა ექიმმა უნდა ისაუბროს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა იმ ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა, რაც მიხეილ სააკაშვილის ექიმების მხრიდან არის გაწერილი.

“რადგან ასეთი ინტერესია, მე დავავალე რეგულირების სააგენტოს, მოახდინოს განმეორებითი შესწავლა ამ კლინიკის და დადოს შესაბამის დასკვნა კლინიკის მზაობის შესახებ და ეს გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრს ჰკითხეს ციხის საავადმყოფოსთვის მინიჭებული კატეგორიებისა და იმის შესახებ, რატომ არ აქვს კლინიკას C კატეგორია.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაწესებულება არის A-C ტიპის დაწესებულება. C ტიპის კატეგორია ენიჭება დაწესებულებას, როდესაც მას აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ არის ასეთი და არ საჭიროებს გადაუდებელ მიღებას. ამიტომ მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი. თუმცა A-C ტიპის დაწესებულება თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამ ტიპის დაწესებულებაში არის ყველა ის ინსტრუმენტული, ლაბორატორიული კვლევის საჭიროება, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g