LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოძალადემ თავად დაადანაშაულა ძალადობაში, ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული“ – „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

191
ფორტუნა - 2023-08-22T155712.961

„ვეხმაურებით თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას, რომლის მიზანი პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა“, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მედიას თავი, შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან.

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.

ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

„ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც.“

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი მედიასა და პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან“. – აღნიშნულია „საფარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. .

 

ვეხმაურებით თეა გოდოლაძის წინააღმდეგ აგორებულ შავ კამპანიას, რომლის მიზანი პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი…

Posted by საფარი • Sapari on Tuesday, August 22, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g