LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს” – ფორტუნა აკადემია

2106
chochua-news

რატომ გჭირდებათ დადებითი მაგალითები პროფესიული საქმიანობისთვის და რატომ უნდა გათავისუფლდეთ ადამიანებისგან, რომლებიც ვერ აფასებენ თქვენს საქმეს და სკეპტიკურად გიყურებენ, ამ თემებზე “ფორტუნა აკადემიას” ქოუჩი ირინა ჭოჭუა ესაუბრა.

“ის გარემო და გარემოცვა, რაშიც ვიმყოფებით, დიდ როლს თამაშობს ჩვენი აზროვნების წარმართვაში. ამიტომ, მე ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები იმას, თუ რა გარემოში ვარ.

ძალიან არასასურველია ტოქსიკური ურთიერთობები, რომელიც პირდაპირ თვითშეფასებაზე მოქმედებს. ჩვენი დღევანდელი გარემო და ხშირი უნდობლობა, რაც ჩნდება განსაკუთრებით ქალების მიმართ, განპირობებულია იმ კულტურული და მენტალური ფაქტორებით, რა მოცემულობაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ძალიან ცოტა ხანია, რაც დამოუკიდებელ ქვეყანას ვაშენებთ და ბუკვალურად, ახლა ვსწავლობთ, ახლა ფორმირდება მხარდამჭერი საზოგადოება. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთამანეთის მხარდაჭერა და ნდობა.

როდესაც ვისმენთ ქალების მხარდამჭერ, წარმატებულ ისტორიებს, ჩვენი გონება მომართულია რაიმე საერთო იპოვოს ამ ამბებთან. მეტაფორულად გადმოცემული ე.წ. ცხოვრების გაკვეთილები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რჩევა და ასეთ ისტორიებში ძირითადი მესიჯი, რაც არის ჩადებული, ეს არის „თუკი გამოუვიდა სხვას, გამომივა მეც“. თითქოს თავს ვაიგივებთ ამბის გმირთან და ეს განსაკუთრებულ მუხტს გვაძლევს. ასევე, ეს ისტორიები არის ფიქრის, თვითრეფლექსიის კარგი საბაბი. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კარგი მაგალითი, რაც მერე ჩვენი ქცევის საფუძველი გახდება. ადამიანები მეტ-ნაკლებად დამოკიდებული ვართ გარე შეფასებებზე და აღიარებებზე.

უბრალოდ ყოველდღე ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს, რას მოგიტანთ მიზნის მიღწევა, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში… და ყოველთვის გაიხსენეთ ის მთავარი ღირებულებები, რაც თქვენს მიზანს მნიშვნელობას სძენს, რაც სამოქმედო ენერგიას გაძლევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები