LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებო, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები“ – ირინა ჭოჭუა

530
BeFunky-collage (2)

დღეს, 6 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

„ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა“ – შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

„ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 26 წლის ქალის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარს ქოუჩი ირინა ჭოჭუა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქალბატონებს მიმართავს:

„კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა. თოკით გაგუდა და მერე ხევში გადააგდო. ქეთი დევდარიანის სიტყვები გამახსენდა, ქალებო, არ გაყვეთ ცოლებად თქვენზე ნაკლებ კაცებსო. მე უფრო ასე ვიტყოდი, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები. და ასეთი კაცის ამოცნობა ძალიან მარტივია.

პირველივე ფრაზაზე, როგორც კი დაიწყებს საკუთარი აზრის თქვენზე თავისმოხვევას, თქვენი სამეგობრო წრის, თქვენი სამსახურის თუ ჩაცმულობის თუ კიდევ რამის დაწუნებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან.

როგორც კი კაცი გეტყვით, რომ თქვენთვის უკეთესი უნდა და ამიტომ გიკრძალავთ მუშაობას, გარეთ გასვლას თუ რაღაცებს, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი უთქვენოდ მიიღებს თქვენზე რაიმე სახის გადაწყვეტილებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან.

და არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენი სიყვარულით შეძლებთ მის გაკეთილშობილებას. ვერ შეძლებთ. ურჩხული პრინცად მხოლოდ ზღაპარში გადაიქცევა და დროა ზღაპრების აზროვნებიდან გამოვიდეთ.

სიყვარული აკეთილშობილებს, მაგრამ მხოლოდ იმას, ვისაც ამის მიღება შეუძლია. და იმის გარჩევას, თუ ვის შეუძლია ამის მიღება და ვის არა, სწავლა სჭირდება.

ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“, – წერს ირინა ჭოჭუა.

amebebi.ge-ის ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა გოგო მარიტა მაზიაშვილია. არსებული ინფორმაციით, იგი მეუღლეს დაახლოებით, 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.

“მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს” – ფორტუნა აკადემია

ირინა ჭოჭუა: „ვიღაც ძალადობს იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლია თვითონ. ვიღაც გჩაგრავს, გამცირებს, დაგცინის იმიტომ, რომ მასზე იგივე ხდება.. ადამიანებს გვეტყობა რაში ვცხოვრობთ“

არაჯანსაღ საზოგადოებაში ვცხოვრობთ…ამდენი ბოღმა, ამდენი ცინიზმი – ჩასაფრებულები ვართ ვინ იქნება შემდეგი, რომ მის შეცდომაზე, წარუმატებლობაზე თუ პირად ტრაგედიაზე გავშალოთ ფრთები: ირინა ჭოჭუა

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: amebebi.ge

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები