LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ჭოჭუა: „ვიღაც ძალადობს იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლია თვითონ. ვიღაც გჩაგრავს, გამცირებს, დაგცინის იმიტომ, რომ მასზე იგივე ხდება.. ადამიანებს გვეტყობა რაში ვცხოვრობთ“

130
Capture

ქოუჩი ირინა ჭოჭუა სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც წერს იმის შესახებ თუ რა იწვევს ცუდ ქცევებს და როგორ რეაგირებს შემდგომ სოციუმი მასზე.

„რამდენიმე წლის წინ, მოვხვდი ბოალის თეატრის სავარჯიშოებზე დაფუძნებულ ვორქშოპზე. ერთ-ერთმა სავარჯიშომ მაშინ მაგრად შემანჯღრია ?

სავარჯიშო იყო წყვილებში. ჩართეს მუსიკა და ხელის გულით უნდა გეტარებინა შენი პარტნიორი. რასაც გინდოდა, გააკეთებინებდი ? მერე იცვლებოდა როლები. წყვილში ჩამიდგა გოგო, რომელმაც თქვა მე დავიწყებო და დაიწყო. ბუკვალურად იატაკი ამაწმენდინა ზურგით. მახოხიალა. მაფორთხიალა. რა თქმა უნდა, როგორც კი მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა, მქონდა არჩევანი, გავყოლოდი ამ მოძრაობაში ან მეთქვა არა. და იმ წუთას რომ შევხედე სახეზე, მივხვდი, რომ ძალიან სჭირდებოდა ჩემი ფორთხიალი ? მეც დავყევი. როლების შეცვლის მომენტი რომ დადგა, ეს გოგო უცებ მიხვდა, რომ მეც იგივე შემეძლო მისთვის მექნა და ისეთი შეძრწუნება დაეხატა სახეზე, ცალკე მაგაზე შემიღონდა გული ?.

მოკლედ, ეს გოგო ძალიან ნარნარად ვაცეკვე. გაზიარების დრო რომ დადგა, მან იტირა. გააცნობიერა, რომ ჩემზე, სრულიად რენდომ ადამიანზე გამოხატა ის ბრაზი და აგრესია, რაც ჰქონდა სხვა ადამიანზე თუ სამყაროზე. ბოდიში მომიხადა და ზედვე მადლობა დააყოლა, რომ მე სამაგიერო არ გადავუხადე. და მეტიც, ასეთი ზრუნვა დავუბრუნე.

ვიღაც ძალადობს იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლია თვითონ. ვიღაც გჩაგრავს, გამცირებს, დაგცინის იმიტომ, რომ მასზე იგივე ხდება. ვიღაც ეგოს გატოლებს იმიტომ, რომ მის ეგოს შეეხნენ და დაატოლეს. ვიღაც მოდის და გეუბნება, მე შენზე მეტი ვარ. იმიტომ, რომ მასაც უთხრეს ეს. მერე ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ.

და ასე დაუსრულებლად.

ადამიანებს გვეტყობა რაში ვცხოვრობთ. უბრალოდ, კარგი დაკვირვების ამბავია ?

პ.ს. ვგიჟდები ფრაზებზე ‘ეს ჩემი პრობლემა არაა’, ‘შენ როგორც გინდა’, ‘ოკ, იყოს მასე’ ???

პ.პ.ს. კი, ვიცი, რომ ადამიანი მრავალწახნაგოვანი არსებაა და ასე ცალმხრივად არ ხდება. თუმცა, ზოგჯერ ხდება კიდევაც ?“, – წერს ირინა ჭოჭუა.

არაჯანსაღ საზოგადოებაში ვცხოვრობთ…ამდენი ბოღმა, ამდენი ცინიზმი – ჩასაფრებულები ვართ ვინ იქნება შემდეგი, რომ მის შეცდომაზე, წარუმატებლობაზე თუ პირად ტრაგედიაზე გავშალოთ ფრთები: ირინა ჭოჭუა

“მოერიდეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, რომელიც თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს” – ფორტუნა აკადემია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები