LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მოგზაურებისთვის საქართველო 2021 წლის უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება

143
newstravel2040

საქართველო კვლავ მოხვდა შედარებით უსაფრთხო  ქვეყნების სიაში,სადაც 2021 წელს ტურისტებს მოგზაურობას ურჩევენ. სიაში 5 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და კუნძულებს გაუწიეს რეკომენდაცია. მათ შორისაა: პორტუგალია, საბერძნეთი,საქართველო,ხოვატია, საფრანგეთის პოლინეზია  და კარიბის ზღვის კუნძულები.

„ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში ამ ქალაქების ჩამონათვალს გაგაცნობთ.

ჩამონათვალში პორტუგალიის 4 ადგილი მადეირა, აზორე, ლაგოა და ალენტეო მოხვდა. ეს ადგილები მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს და ულამაზესი ბუნებითაც ხიბლავს მნახველს. აქ არ გიწევთ კარანტინში ყოფნა, თუკი კოვიდ-19 ზე უარყოფით ტესტის პასუხს წარადგენთ, რომელიც თქვენივე ქვეყანაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ, ან იქონიოთ ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი საბუთი.  ამ ადგილებზე რესტორნები,კაფეები და მაღაზიები ამ ეტაპისთვის ღიაა,გარდა ალენტეოსი, სადაც მათი გახსნა მარტის ბოლოდან იგეგმება.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში 5 საბერძნეთის ლოკაცია მოხვდა: იკარი, მეტეორა, კოკარი, კორფუ და ასოსი. აქაც არ გიწევთ კარანტინში ყოფნა, თუკი კოვიდ-19 ზე უარყოფით ტესტს წარადგენთ, ან ხართ ვაქცინირებული. პოზიტიური ტესტის პასუხის შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯზე 14 დღეს შესაბამის ადგილზე გაატარებთ. საბერძნეთის ამ ლოკაციებზე კვების ობიექტების, სასტუმროებისა და მაღაზიების გახსნა აპრილიდანაა დაგეგმილი. საბერძნეთის მშვენიერი ბუნება და სანაპიროები, კი ტურისტებში ყოველთვის სარგებლობდა პოპულარობით.

ჩამონათვალში ხორვატიის პატარა და ძალიან ლამაზი ქალაქი კავტატი მოხვდა. მისი პეიზაჟები, მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ტურისტებისთვის შეთავაზებული მომსახურების ფართო სპექტრთან ერთად, აკმაყოფილებს დღევანდელი ტურისტების მოთხოვნებს, რითაც იგი ადრიატიკის სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა. ქვეყანაში შესასვლელად კოვიდ-19 ზე უარყოფითი ტესტის პასუხი, ან ვაქცინირების დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ.

უსაფრთხო და მშვიდი დასვენებისთვის 2021 წელს ტაიტიც გელით. საფრანგეთის პოლინეზიის ჯადოსნური კუნძული,დაივინგის,ლაშქრობისა და ულამაზესი სანაპიროს მოყვარულებს ყოველწლიურად იზიდავს. სტუმრები ადგილზე ჩასვლისას იკეთებენ ტესტს, ან წარადგენენ ვაქცინირების დამადასტურებელ საბუთს.

ჩამონათვალში კარიბის ზღვის კიდევ ერთი მშვენება კუნძული მარტინიკა მოხვდა. ეგზოტიკური დასვენების მოყვარულთა სასურველი ადგილი,სადაც განტვირთვა და ნამდვილი ზღაპრული გარემო გელით. კუნძულზე კვების ობიექტები მაღაზიები და სასტუმროები ამ ეტაპზე ღიაა, ადგილზე ჩასვლის წესი და რეგულაცია იგივე რაც ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში.

ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ამ სიაში საქართველოც მოხვდა და ის კვლავ რჩება ერთ-ერთ უსაფრთხო სამოგზაურო ადგილად 2021 წლისათვის. კერძოდ, კი პორტალმა ჩამონათვალში ქვეყნის დედაქალაქი თბილისი შეიყვანა.  სტატიაში ვკითხულობთ,რომ შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად ქვეყანამ დროულად ჩაკეტა საზღვრები და მიიღო საჭირო ზომები,რამაც შედეგი გამოიღო. აქვე თბილისის მიმზიდველი სანახაობების შესახებაც ამოიკითხავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები