LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქე ანასტასია შატალოვაა – ახალი დეტალები თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ

796
BeFunky-collage (8)

მეზობლების ინფორმაციით, საბურთალოზე მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. როგორც ისინი ჟურნალისტებთან ამბობენ, ქალი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით, შვილთან ერთად საცხოვრებლად ახლახან გადავიდა.

მედიაში მოკლული ქალის ვინაობის შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა და იგი ბათუმის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სამართლებრივად ედავებოდა იმის გამო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ საერთო შვილს არ ანახებდა.

მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს, თუ როგორ გარბოდა სავარაუდო დამნაშავე.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია. კორპუსთან რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქალი გუშინ, თბილისში გვიან ღამით მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები