LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი, რომელმაც „იურმალაში” მონაწილეობაზე უარი თქვა, მეგი გოგიტიძეს პასუხობს: „მე როგორც ქართველს, არ მქონდა უფლება.. წავიდე და ვიმღერო იქ, სადაც პუტინი ზის მსმენელთა შორის“

4600
BeFunky-collage (5)

მომღერალი დოდონა ნამორაძე მეგი გოგიტიძის მიმართვას ეხმაურება საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე.

“ჩემს გაუქმებულ კონცერტს საქართველოში არასდროს დავივიწყებ, ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ” – მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს

“მახსოვს, 4 წლის წინ ისრაელში რომ გავიმარჯვე, სამი გრან პრი რომ ავიღე და საბოლოოდ სუპერ გრან პრი, ყველა თასი რაც იყო კონკურსზე, მე რომ წამოვიღე, ერთ-ერთი ჟიური, იურმალას დირექტორი მოვიდა, და გადმომცა დოკუმენტი, რომელიც დღემდე სახლში მაქვს: დოდონა ნამორაძე, ნახევარფინალისტი. პირდაპირ ნახევარფინალში მოვხვდი, იურმალაზე, და ამ კაცმა თვალი ჩამიკრა, მგონი მოიგებო. ჩემმა მშობლებმა მითხრეს რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ როგორც ქართველს, მე არ მქონდა იმის უფლება, რომ წავიდე და ვიმღერო იქ, სადაც პუტინი ზის მსმენელთა შორის.

მე ცხოვრების ალბათ, ყველაზე დიდი “შანსი”, რაც ჯერჯერობით მქონია, “წყალში გადავაგდე”. კი, საკუთარი თავიც მხოლოდ მე მეკუთვნის, მაგრამ რაღაც ელემენტარული ხომ არსებობს?!”, – წერს დოდონა ნამორაძე.

შეგახსენებთ, მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. ამ მიზეზით გაუქმდა გოგიტიძის კონცერტი ბათუმში სექტორ 26-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები