LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორიგი რუსული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას“ – მამუკა მამულაშვილი გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

293
მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ლიდერი მამუკა მამულაშვილი სოციალური ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და მას რუსულ პროვოკაციად აფასებს.

ვიდეოში, რომელსაც მამულაშვილი ეხმაურება და რუსულ პროვოკაციად აფასებს, სამი ნიღბიანი მებრძოლი ჩანს და მათ „ქართული ლეგიონის“ სამხრე ნიშნები უკეთიათ.

ერთ-ერთი მათგანი რუსებს ქართულად მიმართავს და მუქარის ტონით უცხადებს, რომ უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ ომი მათ სახლებშიც მივა.

„რუსის ღორებო, ნუ გგონიათ, რომ ეს ომი თქვენს სახლებში არ მოვა. უკრაინის კონტრშეტევა მალე დაიწყება. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ძმებს, დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს, ცხინვალს. სულ ყველას ამოვხოცავთ, თქვენს საფლავებზე ვიცეკვებთ“, – ამბობს ის და დასძენს: „დიდება უკრაინას, საქართველოს გაუმარჯოს“.

როგორც მამუკა მამულაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, აღნიშნული ვიდეო მორიგი რუსული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას ისახავს. მისი ცნობით, ვიდეოში გამოსახულ პირებს, „ქართული ლეგიონთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ.

„რაც შეეხება გაჟღერებულ მუქარებს, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვებისა და ქალების მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა და სხვა სამხედრო დანაშაულები სწორედ რუსი ოკუპანტების ჩვეული მეთოდია, რასაც ისინი არც მალავენ, მათ შორის კრემლის სხდომათა დარბაზში გაკეთებულ განცხადებებშიც“. – წერს მამუკა მამულაშვილი.

რუსეთში მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ

mazda magti 5g