LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 90 %-ს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია – NDI

84
20190110183929

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია.

შესაბამის შეკითხვაზე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების, 2017 წლის გაზაფხულის შემდეგ გიმოგზაურიათ თუ არა ევროპის ე.წ. შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში? – რესპონდენტთა 90 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა, 5 %-მა განაცხადა, რომ იმოგზაურა ერთხელ, 3 %-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.

 

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები