LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოშიმშილე ირაკლი გოგუაძე კლინიკაში გადაიყვანეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

51
ირაკლი გოგუაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ირაკლი გოგუაძე, რომელიც 4 ნოემბრიდან შიმშილობს, ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გვიან გადაიყვანეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც პარტიაში გვითხრეს, გოგუაძეს კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა და მას კუჭის პრობლემები გამოუვლინდა, რის გამოც მან შიმშილობა შეწყვიტა.

ირაკლი გოგუაძე ამჟამად სტაბილურად იმყოფება. პრესსამსახურის ცნობით, იგი კლინიკიდან უკვე გამოწერეს.

ცნობისთვის, ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაიწყო და აცხადებდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი პრეზიდენტის სიკვდილი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნებოდა.

ირაკლი გოგუაძე: ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამიტანენ ან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები