LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსმენების საქმეზე კიდევ 8 ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად – მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

106
მოსმენები

თბილისის პროკურატურამ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაომბუდსმენი ავრცელებს, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს იცავს.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტიკურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

უკვე დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები არიან:

გიორგი მგელაძე – რადიო „თავისუფლების“ გამომძიებელი ჟურნალისტი

გელა ბოჩიკაშვილი – On.ge ყოფილი მთავარი რედაქტორი

ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია „პირველი“

ვასილ დაბრუნდაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“

ნინია კაკაბაძე – უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი

თათია ხალიანი – ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“

ნინო ჟიჟილაშვილი – ტელეკომპანია „ფორმულა“

რუსუდან ჯაბანიშვილი – ტელეკომპანია „პირველი“

მანამდე პროკურატურამ გამოკითხა და დაზარალებულად აღიარა:

თამუნა ჩიხლაძე – ტელეკომპანია „ფორმულა“

სოფიკო მაისურაძე – ტელეკომპანია „ფორმულა“

გიორგი დარჩაშვილი – ტელეკომპანია „ფორმულა“

ნინო ბიძინაშვილი – გაზეთი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთი“

ნოდარ მელაძე – ტელეკომპანია „პირველი“

თამთა დოლენჯაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“

ცნობისთვის, თავდაპირველად, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარიც გაიგზავნა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი 30 ჟურნალისტს უწევს სამართლებრივ დახმარებას მოსმენების საქმეზე, მათგან 14 ჟურნალისტი სახელმწიფომ უკვე დაზარალებულად აღიარა.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას განაგრძობს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g