LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვაბრძანეთ ქალბატონი ბოდიალა – ზოპარკიდან დაკარგული კარაკულა იპოვეს

252
72738235-10157987082874575-714799303855439872-o

ზოოპარკიდან დაკარგული ძაღლი იუსტიციის სახლთან იპოვეს. პუდელი კარაკულა ზოოპარკიდან გუშინ გაიქცა და დაიკარგა.

“გაბოდიალდა ზოოპარკიდან და უკან აღარ დაბრუნებულა”,- დაწერეს თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე.

კარაკულა იუსტიციის სახლთან, დღეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც დაკარგული ძაღლი შეიფარა, შემდეგ კი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურშიც დარეკა.

“მოვაბრძანეთ ქალბატონი ბოდიალა.

იუსტიციის სახლთან შეუნიშნავს თანამშრომელს, შეუფარებია და მერე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის უცნობებია ეს ამბავი. მათაც მაშინვე დაგვირეკეს და გვახარეს, არიქა, თქვენი კარაკულა ვიპოვეთო!!! წავედით და დავრწმუნდით რა, რომ ნამდვილად ჩვენი ცანცარა გოგო იყო, წამოვაბრძანეთ სახლში. ცხადია, დიდი ზარ-ზეიმით.

სად მიდიოდი, რომ მიდიოდი, რა გინდოდა, რას დაეძებდიო, ვკითხეთ.

თვალები კი არ უჩანს, მაგრამ აშკარად გაოცებული მზერით ამოგვხედა – რა ამბავი ატეხეთ, რა ქვეყანა შეყარეთ, სასეირნოდ ვეღარ გავსულვარ ამხელა ქალი… ბოლო-ბოლო, ხომ არ გავიწყდებათ, ლომთან ერთად რომ ვარ გაზრდილიო?!

უღრმესი მადლობა იუსტიციის სახლის გულისხმიერ თანამშრომელს, ზოოპარკის ვარსკვლავის შემფარებელს. მადლობა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და დიდი მადლობა თქვენ ყველას, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ ჩვენი სატკივარი და ფაქტიურად მთელი თბილისი რომ ჩართეთ კარაკულას სამძებრო სამუშაოებში”,- წერენ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე.

https://www.facebook.com/TbilisiZoo/photos/a.189127464574/10157990406074575/?type=3

კარაკულა სწორედ ის ძაღლია, რომელიც სხვა დანარჩენ ცხოველებთან ერთად 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა. სწორედ ამიტომ ზოოპარკში კარაკულა განსაკუთრებულად უყვართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები