LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და სახსრის ტკივილი, არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ექნება: პაატა იმნაძე

168
პაატა იმნაძე

“რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია, ყველას რომ აძლევენ მითითებებში.” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და აღნიშნა, რომ დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება.

პაატა იმნაძემ ამის შესახებ დღეს, სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა აცრილთა შორის დაფიქსირებულ ალერგიულ რეაქციიის შემთხვევებზე და თქვა, რომ აცრილებს ორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის გამოვლენის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

“ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანის შეფასებაზე და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება. ფაქტი არის ერთი, რომ თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა.” – თქვა იმნაძემ.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს და კომენტარს მალე გააკეთებენ.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

პოპულალურები