მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი შვილი, მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი. გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო ნათელში ამყოფე მისი სული“, – წერს ლადო ბურდული.
ელგუჯა ბურდულმა საზოგადოებას თავი „უძინართა მზეში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა, რისთვისაც მიღებული აქვს კინოფესტივალ “Созвездие”-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში, პრემია “ნიკა”(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “უძინართა მზე” (1993).
მსახიობი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: “ბეღურების გადაფრენა”(1977), “მაცგი” (1979), “მოცურავე” (1980), “მოქცევა” 1982), “გარიგება”(1984, რუსეთი), “უძინართა მზე” (1992) და სხვ.
ელგუჯა ბურდული 2021 წელს, თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. იყო 5 სხვადასხვა ორგანიზაციისა და ჯგუფის წევრი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირია.
ელგუჯა ბურდულმა 1969 წელს თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა.
1958-1959წწ. იყო მაშველი თბილისის ზღვაზე; 1961-1964წწ. საქართველო სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი; 1964-1984წწ. ოპერატორი; 1984 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი. საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის” აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი.